ფინეთის საზღვართან რუსეთის მოქალაქეების 30 კილომეტრიანი რიგი დგას

ერთ-ერთი ქვეყანა, სადაც რუსეთის მოქალაქეები გარბიან, ფინეთია. პუტინის მიერ გამოცხადებულ ნაწილობრივ სამხედრო მობილიზაციას უკრაინაში საომრად გასაგზავნად, ყველა გაურბის. ვინც თვითმფრინავის ბილეთის აღება მოახერხა, უკვე დატოვა ქვეყანა, ვინც ვერა, ხმელეთით გადადი იქ, სადაც ვიზა არ სჭირდებათ ან იქ, სადაც ვიზა აქვთ.

„ბიბისის“ ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, რუსეთ-ფინეთის საზღვარზე ავტომობილების და იმ ხალხის რაოდენობა, რომლებსაც საზღვრის გადაკვეთა სურთ, საგრძნობლად გაიზარდა.

როგორც ფინეთის თავდაცვის მინისტრმა, ანთი კაიკოვენმა აღნიშნა, ვლადიმერ პუტინის განცხადების შემდეგ ქვეყანა ყურადღებით აკვირდება საზღვარზე არსებულ სიტუაციას.

შემქნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ფინეთი რუსი ტურისტებისთვის ქვეყანაში შესვლის წესების გამკაცრებას გეგმავს. წესებს ამკაცრებენ ბალტიის ქვეყნებიც.

არსებული ინფორმაციით, ფინეთის საზღვართან მანქანების 30 კილომეტრიანი რიგი დგას. ანალოგიური ვითარებაა სხვა ქვეყნებშიც, სადაც რუსეთის მოქალაქეები გარბიან.

 

მსგავსი თემები