,,შეუძლიათ, კომისია შექმნან, თუ ფიქრობენ, რომ ამ აბსურდზე, რომელსაც თვითონ იგონებენ და შემდეგ გოგაშვილი ახმოვანებს კომისია უნდა შეიქმნას”- მდინარაძე ოპოზიციაზე

,,საგამოძიებო კომისიის შექმნა ოპოზიციის კომპეტენციაა და შეუძლიათ, კომისია შექმნან, თუ ფიქრობენ, რომ აბსურდზე, რომელსაც თვითონ იგონებენ და შემდეგ გოგაშვილი ახმოვანებს, კომისია უნდა შეიქმნას, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მდინარაძის თქმით, ნებისმიერ ინფორმაციას მტკიცებულებები სჭირდება.

„რეგლამენტის მიხედვით, საგამოძიებო კომისიის შექმნა ოპოზიციის კომპეტენციაა და შეუძლიათ, კომისია შექმნან, თუ ფიქრობენ, რომ ამ აბსურდზე, რომელსაც თვითონ იგონებენ და შემდეგ გოგაშვილი ახმოვანებს, კომისია უნდა შეიქმნას. ეს მათი საქმეა. მათი მხრიდან უკვე შემოტანილია შესაბამისი ხელმოწერები და კი ბატონო, კომისია შეიქმნას და ჩვენც ჩავერთვებით, რეგლამენტის მიხედვით ვიმოქმედებთ. კომისიამ დადოს შედეგი. როცა ვიღაც რაღაცას ლაპარაკობს, შესაბამისი მტკიცებულებები უნდა მოვთხოვოთ ხოლმე, რადგან შეგიძლიათ, ბევრი რაღაც თქვათ, მაგრამ თუ მტკიცებულებას არ წარმოადგენთ, ჰაერში გაბნეულ ამბად დარჩება.

ნათქვამს, რაღაც ფაქტით გამყარება ხომ სჭირდება? ახლა სამმა ადამიანმა რომ პირი შეკრათ და რაღაცები ილაპარაკოთ ერთმანეთის თანხვედრაში მოსული, ერთი ფაქტობრივი მტკიცებულება მაინც ხომ სჭირდება ამ ყველაფერს? იცით, რას მივეჩვიეთ წლების განმავლობაში?„ნაცმოძრაობის“ ტელევიზიები, მათი წარმომადგენლები, მათი აგენტები და მათი გარესპიკერები რაღაცებს ლაპარაკობენ და შემდეგ ცდილობენ, ამ ყველაფრის ფაქტად წარმოჩენას. ოდესმე ერთი ფაქტობრივი მტკიცებულება გინახავთ? ნალაპარაკები არ არის ფაქტი და ამ მოცემულობაზე შევთანხმდეთ. ვინ, რა დაუდასტურა ერთმანეთს და როგორ შეთამაშდნენ აგენტები, გარესპიკერები და „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები, ეს მეორე საკითხია“, – აღნიშნა მდინარაძემ.

მსგავსი თემები