,,საქართველომ „ევრობასკეტის“ საორგანიზაციოდ 7 მილიონი ლარი დახარჯა”- თეა წულუკიანი

,,საქართველომ „ევრობასკეტის“ საორგანიზაციოდ 7 მილიონი ლარი დახარჯა,” – ამის შესახებ კულტურისა და სპორტის მინისტრმა თეა წულუკიანმა „მინისტრის საათის“ ფარგლებში პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, კალათბურთის ფედერაციას საორგანიზაციო ხარჯებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 12 000 890 ლარამდე ჰქონდა მოთხოვნილი.

„ჩვენ როდესაც გამოვეყავით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, მაშინ კალათბურთის ფედერაციას მოთხოვნილი ჰქონდა საორგანიზაციო ხარჯებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 12 000 890 ლარამდე, მაგრამ ჩვენ განვსაზღვრეთ მაქსიმალური ოდენობა 7 850 ათას ლარამდე და რეალურად საორგანიზაციო ხარჯები დღეისთვის შეადგენს 7 მილიონ ლარს, რაც ნიშნავს იმას, რომ არამცთუ საორგანიზაციო ხარჯისთვის არ იყო 13 მილიონი საჭირო, რაც რასაკვირველია სასიხარულოა, არამედ ჩვენ მიმდინარე თვეში გვაქვს 800 000 ლარის ეკონომია. ეს ეკონომია, რომელიც ჩვენ „ევრობასკეტის“ შედეგად გაგვიჩნდა, არის დიდი შვება როგორც ჩვენთვის, ასევე იმ სპორტული ფედერაციებისთვის, ვისაც ჩვენ იმისთვის, რომ „ევრობასკეტი“ მაღალ დონეზე წარმართულიყო, სათანადო დაფინანსება წელს ვერ მივეცით“,- აღნიშნა თეა წულუკიანმა.

მსგავსი თემები