,,გოგაშვილის ყოველი ახალი წერილი მიზნად ისახავს იმას, რომ ქართული სახელმწიფო დააზიანოს”- მამუკა მდინარაძე

,,სოსო გოგაშვილის  ყოველი ახალი წერილი მიზნად ისახავს იმას, რომ ქართული სახელმწიფო დააზიანოს,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მოსამართლე ლევან მურუსიძისადმი სუს-ის უფროსს ყოფილი მოადგილის სოსო გოგაშვილის პასუხს.

მდინარაძის თქმით, სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის შანტაჟის სფერო მოიცავს არა მხოლოდ სასამართლოს, არამედ სახელმწიფოს ყველა ინსტიტუტს.

„ამ ადამიანის მხრიდან შანტაჟის ენით საუბარს ვხედავთ, რაც ნამდვილად არ გამკვირვებია. სასამართლო არ არის მხოლოდ დარტყმის ობიექტი, დარტყმის ობიექტია მთლიანად სახელმწიფო. ამ ადამიანის შანტაჟის სფერო მოიცავს არა მხოლოდ სასამართლოს, არამედ სახელმწიფოს ყველა ინსტიტუტს. მისი ყოველი ახალი წერილი მიზნად ისახავს იმას, რომ დააზიანოს ქართული სახელმწიფო. ეს უკვე ხელის გულზე დევს, მარტივი გასაშიფრია და უჩვეულო ამაში არაფერი ყოფილა. სასამართლოს წარმომადგენელი დაადასტურებდა თუ არა ამას, ისედაც ნათლად ჩანდა, რომ გოგაშვილი აზიანებდა სახელმწიფოს და მის ქმედებებს სხვა მიზანი არ აქვს. ის გადასულია შეტევაზე, თუმცა აბსურდულ რაღაცებს საუბრობს. ჩემთვის წითელი ხაზი ნამდვილად იყო ის, რომ თითქოს, „ქართული ოცნება“ მოსკოვში აგზავნიდა რაღაც სიებს შესათანხმებლად. ამას რომ ადამიანი იტყვის, ამის იქით რაც არ უნდა თქვას, უკვე აქ ყველაფერი ნათელია, ხელის გულზე დევს და ასეთ ზღაპრებს, მგონია, რომ ქართული საზოგადოების რაღაც ნაწილიც კი აღარ დაიჯერებს“, – განაცხადა მდინარაძემ.

,,ჩემო მურუს, ეხლა შენ ამას თუ გინდა მუქარა დაარქვი, მე ამას მხილებას ვეძახი”- გოგაშვილი მურუსიძეს – (mcm.ge)

მსგავსი თემები