რატომ ითხოვდა ბანკზე თავდამსხმელი ანკესს და რუსეთის დროშას – გრიგოლ ნარსიას ჩვენება

ქუთაისში “საქართველოს ბანკზე” თავდასხმის ბრალდებით დაკავებულის პირველადი ჩვენება ვრცელდება, სადაც  გრიგოლ ნარსია განმარტავს, რატომ ითხოვდა რუსეთის დროშასა და ანკესს.

ნარსიას თქმით, საქართველო აფხაზეთის გავლით, რუსეთის მიმართულებით სურდა დაეტოვებინა და რუსეთის დროშა საზღვრის გადაკვეთისას ანკესზე უნდა დაემაგრებინა.

,,იქ მყოფი ერთ-ერთი მძევალი ბიჭის მეშვეობით ბანკის ხელმძღვანელს სატელეფონო საუბრისას მოვთხოვე რომ ჩემთვის მოეტანა მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ 2 მლნ აშშ დოლარი, რუსეთის ფედერაციის დროშა და ანკესის ჯოხი. აღნიშნული საუბარი რამდენჯერმე განხორციელდა. მე ასევე მოვითხოვე ავტომანქანა და ქუთაისის ძველ აეროდრომზე ვერტმფრენი, რომლითაც მინდოდა დამეტოვებინა საქართველოს საზღვრები აფხაზეთისა და რუსეთის მიმართულებით. ამისთვის მესაჭიროებოდა რუსეთის დროშა, ამისთვის მინდოდა ანკესი, რომ დროშა საზღვრის გადაკვეთისას მასზე დამემაგრა”,- ნათქვამია ჩვენებაში.

მსგავსი თემები