ეს ვითარება „კოჭის გაგორებას“ ჰგავს – ნუკრი ქანთარია საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებაზე

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები არ გამორიცხავენ, გედევან ფოფხაძის მსგავსად, მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ რიგები სხვა დეპუტატებმაც დატოვონ. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დეპუტატ ნუკრი ქანთარიას აზრით, პროცესი დაიძრა და შესაძლოა კიდევ გაგრძელდეს.
„არ გამიკვირდება, რომ საპარლამენტო უმრავლესობა სხვა დეპუტატებმაც დატოვონ. ეს არის პოლიტიკური პროცესი, რომელიც დაწყებულია. ამ ვითარებას „კოჭის გაგორებას“ დავარქმევდი. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მათ არ უნდოდათ ამ გადაწყვეტილების მიღება, ვგულისმობ იმ დეპუტატებს, ვინც ნინია კაკაბაძის კანდიდატურას მხარი დაუჭირა, თუმცა, მათ ჩათვალეს, რომ ეს იყო ტაქტიკური სვლა,“ – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ „მთავართან“ საუბრისას.

მსგავსი თემები