რუსეთში მომიტინგეებს აკავებენ, მამაკაცები კი ფედერაციიდან გარბიან

პუტინის რეჟიმის მიერ გამოცხადებული ნაწილობრივი მობილიზაციის შემდეგ, რუსეთის სხვადასხვა ქალაქში აქციები ეწყობა. ხალხი ქუჩაში გამოდის, თუმცა, პოლიციელები მათ მანქანებში ტენიან და იზოლატორებში გადაჰყავთ.

ეს ყველაფერი კი მას შემდეგ დაიწყო, რაც ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტმა ნაწილობრივი მობილიზება გამოაცხადა და ყველას უკრაინის ომში ერეკება.

მხოლოდ ეკატერინბურგში 100-მდე ადამიანია დაკავებული. ნოვოსიბირკში კი აქციის მონაწილეთა დასაშლელად სპეცრაზმი გამოიყვანეს.

ერთ-ერთი „ცხელი წერტილი“ მოსკოვია, სადაც პოლიცია მოქალქეებს დასდევს.

პარალელურად, რთული ვითარებაა აეროპორტებში, რადგანაც ვისაც გაქცევა შეუძლია, იმ ქვეყანაში მირბის, სადაც სავიზო რეჟიმი არ არსებობს. ერთ-ერთი ასეთი ქვეყანა კი საქართველოა, სადაც რუსეთიდან ბილეთები კატასტროფული სისწრაფით იყიდება და ფასებიც იზრდება. ძირითადად მოდიან მამაკაცები, რადგანაც მათ ომში წასვლა არ სურთ.

ერთ-ერთი რეისი, რომელიც რუსეთის მოქალაქეებითაა სავსე, თბილისის აეროპორტში რამდენიმე წუთის უკან დაეშვა.   თბილისი, ბაქო, ერევანი, სტამბული – ეს ის მიმართულებებია, სადაც რუსეთის მოქალაქეების მხრიდან დიდი მოთხოვნაა. რეისი მოსკოვი – ერევანი – თბილისი, რომელსაც რუსეთის მოქალაქეები ქვეყანაში შემოჰყავს, ბილეთები 4 000 ლარსაც კი აღწევს.

 

მსგავსი თემები