„პუტინის მიზანია უკრაინის გაქრობა“ – ჯო ბაიდენი გაეროში

ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გაეროს უმაღლესი ტრიბუნიდან რუსეთის სისასტიკეზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პუტინის მიზანი დამოუკიდებელი უკრაინის განადგურება და წაშლაა.

„პუტინი ამტკიცებს, რომ მას უნდა ემოქმედა, რადგანაც საფრთხე არსებობდა რუსეთის მიმართ. თუმცა, რუსეთს არავის დასხმია თავს. თავად რუსეთი ეძებდა კონფლიქტსა და ომს. ჩვენ გავაფრთხილეთ ყველა, რომ ეს ომის დაიწყებოდა. შევეცადეთ ყველანაირად, ომი თავიდან აგვეცილებინა, მაგრამ პუტინის მიზნები ნათელია. მისი მიზანია უკრაინის გაქრობა.

პუტინი აცხადებს, რომ რუსეთმა შექმნა უკრაინა და მას არასდროს ჰქონია დამოუკიდებლობა. ვხედავთ როგორ ბომბავს ის სკოლებს, სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, რკინიგზას, საავადმყოფოებს, ანადგურებს უკრაინის კულტურას და საშინელ დანაშაულს სჩადის. აღმოჩენილია მასობრივი სასაფლაოები. გვამებს აქვს წამების კვალი.  ყველა მკაცრად გმობს რუსეთის ქმედებებს… სადაც არ უნდა იყოთ, სადაც არ უნდა ცხოვრობდეთ, რისიც არ უნდა გჯეროდეთ, ამან უნდა გაგიყინოთ სისხლი ძარღვებში. სწორედ ამიტომ, გენერალური ასამბლეის 141 ქვეყანამ ცალსახად დაგმო რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ“, –  აღნიშნა ბაიდენმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.

 

„ერთი კაცის დაწყებული ომი“ – ჯო ბაიდენი გაეროში

მსგავსი თემები