„ერთი კაცის დაწყებული ომი“ – ჯო ბაიდენი გაეროში

ამ წუთებში, გაეროს ტრიბუნაზე აშშ-ის პრეზიდენტი დგას.  ჯო ბაიდენი უკრაინაში რუსულ სისასტიკეზე საუბრობს და კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ ეს არის ერთი კაცის დაწყებული ომი.

„დიახ, ერთი კაცის დაწყებული ომი.  ქვეყანა, რომელიც არის უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი, შეეცადა, დაეპყრო მეზობელი ქვეყანა, წაეშალა რუკიდან დამოუკიდებელი ქვეყანა. რუსეთმა  ძალიან უხეშად დაარღვია გაეროს ყველა პრინციპი და საფუძველი. არ შეიძლება, ერთი ქვეყანა მეორეს ართმევდეს ტერიტორიებს, არ შეიძლება ამგვარი ძალისმიერი მეთოდების გამოყენება. დღეს პრეზიდენტმა პუტინმა ევროპის მიმართ გააჟღერა ბირთვული საფრთხეების რისკები და ამით დაარღვია არგავრცელების შეთანხმება. ახლა კი რუსეთი მეტ ჯარისკაცს უხმობს, რომ გაგზავნოს ომში. ასევე, ის უკრაინის ტერიტორიების ანექსიისთვის ყალბ რეფერენდუმს ატარებს. ეს არის გაეროს ყველა საფუძვლის დარღვევა“ – აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი.

მსგავსი თემები