,,პუტინს სურს მეტი ადამიანი ჩააგდოს ომის ცეცხლში, რომლის მოგების შანსი არ აქვს”- დმიტრო კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის დმიტრო კულება  რუსეთში გამოცხადებულ ნაწილობრივ მობილიზაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ  სურს მეტი ადამიანი გაახვიოს ომის ცეცხლში. კულებას თქმით, რუსეთის ომის მოგების შანსი არ აქვს.

,,პუტინმა სრული უპატივცემულობა გამოავლინა ჩინეთის, ინდოეთის, მექსიკის, თურქეთის, აზიის, აფრიკის, ახლო აღმოსავლეთის, ლათინური ამერიკის სხვა ქვეყნების მიმართ, რომლებიც დიპლომატიისკენ და უკრაინაზე რუსეთის ომის დასრულებისკენ მოუწოდებდნენ. მას სურს მეტი ადამიანი ჩააგდოს ომის ცეცხლში, რომლის მოგების შანსი არ აქვს”,- წერს წულება ,,ტვიტერზე”.

შეგახსნებთ, ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ ვლადიმერ პუტინმა დღეს გამოაცხადა. მან შესაბამის განკარგულებას ხელი უკვე მოაწერა.  მობილიზაცია დღეიდან დაიწყება. თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს განცხადებით, სამხედრო სამსახურში 300 000 რეზერვისტს გამოიძახებენ.

მსგავსი თემები