რუსები ნაწილობრივი მობილიზაციის წინააღმდეგ – რუსეთში საპროტესტო გამოსვლები დაიწყო

რუსეთის რამდენიმე ქალაქში,  ვლადიმერ პუტინის  მიერ დღეს გამოცხადებული ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ გადაწყეტილებას აპროტესტებენ.

როგორც Wall Street Journal-ის ჟურნალისტი იტყობინება, სამართალდამცველებმა აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს.

შეგახსნებთ, ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ ვლადიმერ პუტინმა დღეს გამოაცხადა. მან შესაბამის განკარგულებას ხელი უკვე მოაწერა. თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს განცხადებით, სამხედრო სამსახურში 300 000 რეზერვისტს გამოიძახებენ.

ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა – (mcm.ge)

მსგავსი თემები