,,მჯერა, დადგება დღე, როდესაც ირაკლი კობახიძე მოსკოვში აღმოჩნდება და თავს იქ შეაფარებს”- გიორგი ვაშაძე

,,მჯერა, არც თუ ისე შორეულ მომავალში დადგება დღე, როდესაც ირაკლი კობახიძე მოსკოვში აღმოჩნდება და თავს იქ შეაფარებს – აგერ მე და აგერ თქვენ!” – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ  განაცხადა.

ვაშაძის თქმით, ირაკლი კობახიძის განცხადებებით ძალიან მკაფიოდ ჩანს, რომ თავს ესხმის აშშ-ს.

,,ირაკლი კობახიძე პრორუსული “ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მთავარი თავია, რომელმაც საქართველო რუსეთს შეადარა. უფრო მეტიც, მისი განცხადებებით ძალიან მკაფიოდ ჩანს, რომ თავს ესხმის აშშ-ს. “ოთხეულის“ ყველა განცხადება და ფორმულირებები არის მისი ხელწერა – არათუ არასდროს გაემიჯნება მათ, არამედ პირდაპირ ამყარებს მტკიცებულებას, რომ არის პრორუსი, გამოდის მხოლოდ რუსეთის და არა საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან, ამიტომაც აგრძელებს აშშ-ზე თავდასხმას. როგორც კი პროევროპელები ერთად დავდგებით და გავერთიანდებით, ამ პრორუსებს ჩრდილოეთისკენ მივუჩენთ გზას“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მსგავსი თემები