,,არ დავუბრუნდებით, ანულირებულია, დამთავრებულია, წარსულია“- ირაკლი კობახიძე 19 აპრილის შეთანხმებაზე

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12 რეკომენდაციაზე მომუშავე საპარლამენტო ოპოზიციური პარტიებისა და დამოუკიდებელი დეპუტატების ნაწილის ერთობლივ განცხადებას ეხმიანება. მისი თქმით, 19 აპრილის შეთანხმებას ხელისუფლება არ დაუბრუნდება.

„რაც შეეხება 19 აპრილის ანულირებულ შეთანხმებას, რომელიც ანულირებულია მათ გამო, რომ 100 დღე არ აწერდნენ ამ დოკუმენტს ხელს, რა თქმა უნდა, ასეთ შეთანხმებას ვერავინ ვერ დაუბრუნდება… ანულირებულ შეთანხმებას როგორ დავუბრუნდეთ, არ ვიცი. რა თქმა უნდა, არ დავუბრუნდებით, ანულირებულია, დამთავრებულია, წარსულია“, – განაცხადა კობახიძემ.

12 რეკომენდაციაზე მომუშავე საპარლამენტო ოპოზიციური პარტიებისა და დამოუკიდებელი დეპუტატების ნაწილი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ – (mcm.ge)

მსგავსი თემები