,,ელჩმა ძალიან უხეში და შეურაცხმყოფელი განცხადება გააკეთა, რასაც ვერ გავიზიარებთ”- ირაკლი კობახიძე

,,ქართული ოცნების” თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ძალიან უხეში და შეურაცხმყოფელი განცხადება გააკეთა ე.წ. ოთხეულზე. კობახიძის თქმით,  ,,ქართული ოცნებიდან” წასული დეპუტატები ამ ქვეყნისთვის იბრძოდნენ და დღესაც ამ რწმენით მოქმედებენ.

„მათ განცხადებებში უამრავი დეტალი იყო. ამ დეტალების განხილვისგან თავს ვიკავებდით და ახლაც ვიკავებთ. ამაში ვერ შევალთ, თუ შევალთ, გამოდის, რომ ჩვენ პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ და გავხდეთ იმ განცხადებების თანაავტორები, რომელიც გამოქვეყნდა. ამას ვერ გავაკეთებთ და კომენტარს ვერცერთ დეტალში ვერ შევალთ. ელჩმა ძალიან უხეში და შეურაცხმყოფელი განცხადება გააკეთა, მან თქვა, რომ ჩვენი ღირსეული ოთხი კოლეგა ავრცელებს ტყუილებს და რუსულ დეზინფორმაციას. რა თქმა უნდა, ამ შეურაცხმყოფელ განცხადებას ვერც გავიზიარებთ და ვერც ლოიალურად შევაფასებთ. ის, რომ ვიღაცებს უნდათ მეორე ფრონტი, ეს დღესავით არის ნათელი. ესენი არიან რადიკალური ოპოზიციის ლიდერები და უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნები. მათ აქვთ კოორდინაცია ერთმანეთში და ეს საზოგადოებამ იცის. რაც შეეხება ჩვენი მხრიდან ელჩებზე საუბარს, ეს არასოდეს გაგვიკეთებია და ამას შეგნებულად ვაკეთებთ. შეგნებულად ზომიერი განცხადებები გვაქვს დიპლომატებთან დაკავშირებით. ეს ოთხეული ამ ქვეყნისთვის იბრძოდა და დღესაც ამ რწმენით მოქმედებს“, – განაცხადა კობახიძემ.

მსგავსი თემები