,,გუშინ იმედი ჰქონდა ზოგიერთ ტელევიზიას, რომ მორიგი „წარმატებული ყაჩაღობა“ განხორციელდებოდა”- ირაკლი კობახიძე

,,გუშინ იმედი ჰქონდა ზოგიერთ ტელევიზიას, რომ მორიგი „წარმატებული ყაჩაღობა“ განხორციელდებოდა, თუმცა ჩვენ გვქონდა პოლიციელების იმედი და პოლიციამ უმაღლეს დონეზე იმოქმედა და აღკვეთა ეს დანაშაული,”- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, გამოწვევები საზოგადოებრივ უსაფრთხოებას აქვს და საქართველო არ არის გამონაკლისი ქვეყანა.

„პოლიცია გააგრძელებს მუშაობას, რათა საზოგადოებრივი უსაფრთხოება მაქსიმალურად იყოს დაცული. სტატისტიკაც მეტყველებს იმაზე, რომ ვითარება არის კონტროლქვეშ. ბუნებრივია, გამოწვევები საზოგადოებრივ უსაფრთხოებას აქვს და საქართველო არ არის გამონაკლისი ქვეყანა. მთავარია, რომ სათანადო რეაგირება ჰქონდეს როგორც პრევენციული, ისე პოსტ-ფაქტუმ შინაგან საქმეთა სამინისტროს და დღეს ეს სამინისტრო გამართულად მუშაობს. ეს გუშინდელ მაგალითზეც გამოჩნდა“, – აღნიშნა კობახიძემ.

მსგავსი თემები