მასობრივი პროტესტი ირანში – ირანელი ქალები ჰიჯაბს წვავენ

ირანში საპროტესტო აქციები სულ უფრო მასშტაბური ხდება. პროტესტი არ ცხრება მას შემდეგ, რაც პოლიციის განყოფილებაში 22 წლის მაჰსა ამინი გარდაიცვალა, რომელიც „ჰიჯაბის არასათანადო ტარებისთვის“ დააკავეს.

ქუჩებში ქალები თავსაბურავს იხსნიან, თმას იჭრიან და სკანდირებენ  სკანდირებენ „ქალები, სიცოცხლე, თავისუფლება“.

მომიტინგეები ანადგურებენ სახელმწიფოს ოფიციალურ სიმბოლოებს, ცეცხლს უკიდებენ მანქანებს, ბლოკავენ თეირანის ქუჩებს და სკანდირებენ: “სიკვდილი დიქტატორს”.

ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია რამდენიმე ადამიანის გარდაცვალების შესახებაც.

პროტესტის მასობრივი ტალღა 22 წლის მაჰსა ამინას გარდაცვალებას მოყვა. მაჰსა ამინი თეირანში 13 სექტემბერს მორალის პოლიციამ ჰიჯაბის ტარების წესების დარღვევისთვის დააპატიმრა. დაკავებიდან რამდენიმე საათში, მის ოჯახს შეატყობინეს, რომ ამინი საავადმყოფოში იყო გადაყვანილი, სადაც სამ დღეში გარდაიცვალა. თეირანის პოლიციაში აცხადებენ, რომ მაჰსა ამინის გულის შეტევა დაემართა, როდესაც დაკავებულ სხვა ქალებთან ერთად განყოფილებაში იცდიდა.

მსგავსი თემები