მკვლელობა საგარეჯოში – ახალგაზრდა კაცი საკუთარ მაღაზიაში ჩაცხრილეს

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქეშალოში 35 წლამდე ასაკის კაცი ჩაცხრილეს. შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით მოხდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, ჯერჯერობით დაუდგენელმა პირმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით, აიდინ ჰამზაევი საკუთარ მაღაზიაში ჩაცხრილეს. ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ მკვლელობა წარსულში მომხდარ ფულის გამოძალვის ფაქტს უკავშირდება, რაზეც გარდაცვლილმა პოლიციას მიმართა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. დანაშაულის ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.

 

 

მსგავსი თემები