მმართველი გუნდი მხარს დაუჭერს ინიციატივას, რომ სახალხო დამცველი ღია კენჭისყრით აირჩიონ

„ქართული ოცნების“ ოფისში მმართველი გუნდის შეხვედრა დასრულდა. როგორც მამუკა მდინარაძემ მედიასთან განაცხადა, ერთ-ერთი საკითხი, რომელიც განიხილეს, სახალხო დამცველის კენჭისყრის პროცედურა იყო. მისი თქმით, „ქართული ოცნება“ მხარს დაუჭერს ლევან იოსელიანის ინიციატივას.

„ჩვენ მხარს დავუჭერთ საპარლამენტო ოპოზიციიდან ლევან იოსელიანის წინადადებას, რომლიც მიხედვითაც, ომბუდსმენის არჩევის დროს კენჭისყრა უნდა იყოს ღია. ამასთან დაკავშირებით პირადად ჩემი პოზიცია იყო, რომ სხვა თანამდებობის პირების არჩევის დროსაც იყოს ღია კენჭისყრა. ამ საკითხს ხვალ დავაყენებ“ – განაცხადა მდინარაძემ.

მსგავსი თემები