რუსული მხარე იზიუმში მასობრივი სამარხების აღმოჩენას სიყალბეს უწოდებს

რუსეთის ფედერაცია სიყალბეს უწოდებს უკრაინული მხარის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ოკუპირებულ იზიუმში, რომელიც უკრაინელებმა გაათავისუფლეს,  მასობრივი სამარხები იპოვეს.

როგორც პუტინის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვი აცხადებს,  ეს სიცრუეა.

„ეს  იგივე სცენარია, როგორიც იყო  ბუჩაში. ყველაფერი ერთი სცენარის მიხედვით ვითარდება. ეს არის ტყუილი.  რა თქმა უნდა, ჩვენ დავიცავთ სიმართლეს მთელ ამ ამბავში”, – აცხადებს პესკოვი.

მსგავსი თემები