,,თუ არსებობს კითხვები ჩვენი ყოფილი კოლეგების განცხადებებზე, აშშ-ის ელჩს აქვს შესაძლებლობა შეხვდეს და ესაუბროს”- შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აშშ-ს ელჩის, კელი დეგნანის  ე.წ. ოთხეულთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ  თუ დიპლომატს რამე შეკითხვები აქვს, შეუძლია შეხვდეს მათ და თავად დაუსვას.

„ვერ ვხვდები აქ რა შუაშია „ქართული ოცნების“ შემოტანა. თუ არსებობს გარკვეული კითხვები ჩვენი ყოფილი კოლეგების განცხადებებზე, ელჩს აქვს შესაძლებლობა თავისუფლად შეხვდეს და თუ რაიმე კითხვები აქვთ ესაუბროს. ისინი არ გახლავან „ქართული ოცნების“ გუნდის წევრები, შესაბამისად ჩვენ მათ პოზიციაზე ვერ გვექნება პასუხისმგებლობა. თუ არსებობს კითხვა მათ უნდა მიმართოს, ჩვენ არ ვართ ადრესატი“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

შეგახსნებეთ, აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, ვაშინგტონში შეკითხვები აქვთ “ოთხეულის” ანტიამერიკული განცხადებებისა და რუსული დეზინფორმაციის გავრცელების მოტივებთან დაკავშირებით და ასევე აინტერესებთ, რატომ არ ემიჯნება მკაფიოდ “ოცნების” ხელისუფლება ამ განცხადებებს.

მსგავსი თემები