უკრაინის ინფორმაციით, ხერსონში აფეთქების შედეგად 180-მდე რუსი ჯარისკაცი დაიღუპა

სამხედრო დაზვერვის ინფორმაციით,  ხერსონის ბამბის ქარხნის ტერიტორიაზე, სადაც რუსები იყვნენ გამაგრებულები რამდენიმე აფეთქება მოხდა. შედეგად რუსი ჯარისკაცები დაიღუპნენ.

„უკრაინის თავდაცვის ძალების ეფექტური მოქმედებების შედეგად ხერსონის ბამბის ქარხნის ტერიტორიაზე, სადაც ოკუპანტების პირადი შემადგენლობა და აღჭურვილობა იყო განთავსებული, დაფიქსირდა ოთხი ძლიერი აფეთქება. ცნობილია 180-მდე რაშისტის დაღუპვის შესახებ, რომლებიც ქალაქიდან სამი სატვირთო ავტომანქანით გაიყვანეს. კიდევ რამდენიმე ათეული გადაიყვანეს ხერსონის სამედიცინო დაწესებულებებში, რომლებიც კრიტიკულ მდგომარეობაში არიან“, – აცხადებენ სამხედრო დაზვერვაში.

მსგავსი თემები