ეჭვმიტანილი, რომელმაც კიკეთში რამდენიმე ადამიანი დაჭრა და ერთი გარდაიცვალა, დაკავებულია

განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში, ერთ-ერთი კერძო სახლში მოხდა. ეჭვმიტანილმა 10-მდე გასროლა განახორციელა კიკეთში, მეზობლის სახლთან. შემდეგ კი საცხოვრებელ სახლში შევიდა,  სადაც სტუმრები იმყოფებოდნენ. დაიჭრა 4 ადამიანი, გარდაცვლილია ერთი ადამიანი.

შემთხვევა გათენაშვილების ოჯახში მოხდა. სავარაუდო ბრალდებულის მანქანა კუს ტბის ასახვევთან, ჭავჭავაძის გამზირზეა გაჩერებული, სადაც სამართალდამცველები იმყოფებიან. ავტომანქანას ნატყვიარევი ემჩნევა. ტერიტორია გადაკეტილია, ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან, რომლებიც კრიმინალისტებს ელოდებიან.

როგორც პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კახა მურადაშვილის თქმით, დამნაშავე დაკავებულია. მისი დაკავება სოფელ კიკეთში მოხდა.

რაც შეეხება გარდაცვლილ მამაკაცს, ის შემთხვევის ადგილიდან საავადმყოფოსკენ მიმავალ გზაზე გარდაიცვალა.

კიკეთში სროლის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, არიან დაჭრილები

მსგავსი თემები