კიკეთში სროლის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, არიან დაჭრილები
კიკეთში სროლა იყო. რამდენიმე ადამიანი დაიჭრა. დაჭრილები კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა, ერთის გადარჩენა ვერ მოხერხდა. როგორც შსს-ში აცხადებენ, დაპირისპირებაში მონაწილე ერთი პირი იდენთიფიცირებულია. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, კიკეთში მომხდარ მკვლელობისა და დაჭრის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ორი ან ორზე მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. სამართალდამცველების მიერ იდენტიფიცირებულია დანაშაულის ჩამდენი ერთი პირი. ამ დროისთვის მის დასაკავებლად აქტიური საგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობს“, – განაცხადეს შსს-ში.
დააკოპირეთ და ჩასვით ეს მისამართი თქვენს WordPress-საიტზე
დააკოპირეთ და ჩასვით ეს კოდი თქვენს საიტზე