ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტი ვოლოდიმერ ზელენსკი გაეროს 77-ე სესიის მონაწილეებს ვირტუალურად მიმართავს. პრეზიდენტი უკრაინაში შექმნილ ვითარებასა და კონკრეტულ ფაქტებზე ისაუბრებს და იმ საჭიროებებსაც დაასახელებს, რაც დღეს უკრაინას ყველაზე მეტად სჭირდება.
ზელენსკის გაერო-ს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიას ვირტუალურად მიმართვასთან დაკავშირებით კენჭისყრაც გაიმართა. მას მხარი 101-მა ქვეყანამ დაუჭირა, 7 წინააღმდეგი იყო, 19-მა კი თავი შეიკავა.
წინააღმდეგი ქვეყნები იყვნენ: რუსეთი, ბელარუსი, ჩრდილოეთ კორეა, ერიტრეა, ნიკარაგუა, სირია და კუბა. ჩინეთმა კი თავი შეიკავა.
ასამბლეა კი 20-26 სექტემბერს ჩატარდება.