პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთმა იზიუმში იგივე გაიმეორა, რაც ბუჩაში

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, იზიუმში რუსი სამხედროების მიერ ადამიანების წამების მკაფიო მტკიცებულებები არსებობს. მისი შეფასებით, რუსეთმა  იზიუმში იგივე ჩაიდინა, რაც ქალაქ ბუჩაში.

„გრძელდება იზიუმთან მასობრივი სამარხის ადგილზე ცხედრების ექსჰუმაცია. ამჟამინდელი მონაცემებით, დადგენილია 440-ზე მეტი საფლავი. იქ დამარხული ადამიანების რაოდენობაზე ჯერ ადრეა საუბარი, საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. არის ადამიანების წამების, მათი შეურაცხყოფის მკაფიო მტკიცებულებები. არის მტკიცებულებები, რომ რუსი სამხედროები, რომელთა პოზიციები აღნიშნული ადგილის სიახლოვეს იყო, მოკლულებს გასართობად ესროდნენ. მსოფლიომ ამ ყველაფერზე რეაგირება უნდა იქონიოს. რუსეთმა გაიმეორა იზიუმში ის, რაც ჩაიდინა ბუჩაში. ჩვენ ჯერ მხოლოდ დავიწყეთ სრული სიმართლის გაგება იმის შესახებ, რაც ხდებოდა ხარკოვის ოლქში“, – განაცხადა პრეზიდენტმა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, რომ უკრაინაში, ქალაქ იზიუმში, ტყის მასივში, ნაძვნარში, უკრაინელები მორიგი სამარხები იპოვეს, სადაც რუსების მიერ დახოცილი ასობით უკრაინელის გვამია.

მსგავსი თემები