ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკის გენერალური პროკურორი საკუთარ ოფისში მომხდარ აფეთქებას ემსხვერპლა

ოკუპირებული ლუგანსკის ოლქის  გენერალური პროკურორი, სერგეი გორენკო დღეს, საკუთარ ოფისში, აფეთქების შედეგად გარდაიცვალა.  აღნიშნულ ინფორმაციას რუსული მედია ე.წ.ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის „შინაგან საქმეთა მინისტრის“ თანაშემწე ვიტალი კისელევზე დაყრდნობით ავრცელებს.

„სერგეი გორენკო ლუგანსკში გენერალური პროკურატურის შენობაში ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობის აფეთქების შედეგად გარდაიცვალა“,- განაცხადა კისელევმა.

მსგავსი თემები