,,დღეის მდგომარეობით, თითქმის მთელი ხარკოვის ოლქი დეოკუპირებულია”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დღეის მდგომარეობით, თითქმის მთელი ხარკოვის ოლქი გათავისუფლებულია. მისივე თქმით, რუსეთს გენოციდის გარდა არაფრის გაკეთება არ შეუძლია.

,,დღეის მდგომარეობით, თითქმის მთელი ხარკოვის ოლქი დეოკუპირებულია. ეს ჩვენი მებრძოლების მხრიდან უპრეცედენტო მოქმედება იყო. უკრაინელებმა კიდევ ერთხელ მოახერხეს იმის გაკეთება, რაც ბევრს შეუძლებლად მიაჩნდა. რუსეთის ჯარი ხარკოვის ოლქში 5 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში იმყოფებოდა. მთელი ამ ხნის განმავლობაში, დამპყრობლებს ხალხისთვის რაიმეს გაკეთება არც კი უცდიათ. ისინი მხოლოდ ანადგურებდნენ, აზიანებდნენ და ძარცვავდნენ. სოფლები გაანადგურეს და ზოგიერთ მათგანში არცერთი ხელუხლებელი სახლი არ დატოვეს. რუსეთს გენოციდის გარდა არაფრის გაკეთება არ შეუძლია”, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.

მსგავსი თემები