გამოკითხულთა 44% მიიჩნევს, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის – NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 44% მიიჩნევს, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება; 29% ფიქრობს, რომ საქართველო საერთოდ არ იცვლება; 23%-ის აზრით კი, ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება.

ამასთან, თბილისის მოსახლეობის 55% მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება; 22%-ის აზრით, საქართველო საერთოდ არ იცვლება; 20% კი ფიქრობს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება.

ახალი კვლევის საველე სამუშაოები 2022 წლის 12 ივლისიდან 15 აგვისტოს პერიოდში ჩატარდა. სატელეფონო ინტერვიუს მეთოდით ჩატარდა 2 104 დასრულებული ინტერვიუ. საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2%.

მსგავსი თემები