9% პარლამენტის საქმიანობას კარგად აფასებს, 41% – ცუდად

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევით, გამოკითხული საქართველოს მოქალაქეების უმეტესობა საკანონმდებლო ორგანოს მუშაობას ცუდად აფასებს.

9% პარლამენტის საქმიანობას კარგად აფასებს, 45%-საშუალოდ, 41% – ცუდად. კითხვაზე პასუხი არ იცის – 4% -მა. გამოკითხულთა უმრავლესობა კვლავ ფიქრობს, რომ პარლამენტი მოსახლეობის საჭიროებებს არ პასუხობს.

„პოლიტიკური ლიდერების საქმიანობის შეფასებასა და მოქალაქეების პრიორიტეტებს შორის არსებული უფსკრული არის ნიშანი იმისა, რომ საზოგადოებას სურს პოლიტიკოსებმა მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ერთად იმუშაონ. მიმდინარე პოლიტიკური დაპირისპირების ნაცვლად, პოლიტიკურმა აქტორებმა ძალისხმევა მოსახლეობისთვის საჭირბოროტო საკითხების მოგვარებაზე და საზოგადოებაში ნდობის აღდგენაზე უნდა მიმართონ”, – აცხადებს NDI საქართველოს ოფისის დირექტორი ალან გილამი.

მსგავსი თემები