გამოკითხულთა უმრავლესობა აცხადებს, რომ მთავრობამ კანდიდატის სტატუსის მისაღებად საკმარისი არ გააკეთა

„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტმა“ (NDI) კვლევა გამოაქვეყნა. კვლევის ერთ-ერთი ნაწილი, საქართველოსთან დაკავშირებით  ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას ეხება.

კითხვაზე: 2022 წლის 23 ივნისს ევროპულმა საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და განაცხადა, რომ გარკვეული პირობების შესრულების შემდეგ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს მიანიჭებს. გსმენიათ თუ არა ამ გადაწყვეტილების შესახებ, პასუხები შემდეგია:

62 % ამბობს – „დიახ“, 30 %-ის  – „არა“, 8 %  „არ ვიცი“.

აქვე, გამოკითხულთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საკმარისი არ გააკეთა.

62 %-დან, ვისაც სმენია, 2022 წლის 23 ივნისის ევროპული საბჭოს გადაწყვეტილების შესახებ, 56 % ამბობს, რომ „საქართველოს მთავრობამ საკმარისი არ გააკეთა იმისთვის, რომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიეღო“;

32 % ფიქრობს, რომ „საქართველოს მთავრობამ ყველაფერი გააკეთა, რაც შეეძლო, რომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიეღო“;

7 % „არც ერთს არ ეთანხმება“;’

5 %-მა კი თქვა, რომ „არ იცის“.

მსგავსი თემები