,,რუსეთი განწირულია დაშლისთვის და ეს პროცესები უკვე მიმდინარეობს”- ალექსეი დანილოვი

,,რუსეთი განწირულია დაშლისთვის და ეს პროცესები უკვე მიმდინარეობს, თუმცა პროცესები სწრაფად არ წარიმართება,” – ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის საბჭოს ხელმძღვანელმა, ალექსეი დანილოვმა განაცხადა.

დანილოვის თქმით, მალე ბევრი რუსი გამოჩნდება, რომლებიც შეეცდებიან პუტინის ქმედებებისგან განცალკევებას.

„ჩვენ გვესმის, რომ დასავლეთისთვის არ არის ძალიან სასიამოვნო, თუ სიტუაცია უკონტროლო გახდება. ისინი უკვე ეძებენ, ვინ იქნება მემკვიდრე პუტინის შემდეგ. დღეს კი ხვდებიან, რომ ეს სიტუაცია უნდა იყოს კონტროლირებადი. ვფიქრობ, ისინი დაიღალნენ 1991 წლიდან რუსეთთან დაკავშირებული ყველანაირი ექსპერიმენტით, სადაც იყო ვითომდა დემოკრატიის ხანმოკლე პერიოდი, რომელიც გაგრძელდა არაუმეტეს 1.5-2 წლისა“, – აღნიშნა ალექსეი დანილოვმა.

მსგავსი თემები