„ჩვენ ვისწავლეთ ჭკუა და ვცდილობთ, რომ გაზის მომარაგების სხვადასხვა წყაროები გვქონდეს“ – ოლაფ შოლცი

გერმანიის კანცლერის განცხადებით, მსოფლიო უნდა გაერთიანდეს, უნდა ივაჭროს ერთმანეთთან, მაგრამ გერმანია დივერსიფიკაციის მომხრეა.

„ჩვენ ვისწავლეთ ჭკუა და ვცდილობთ, რომ გაზის მომარაგების სხვადასხვა წყაროები გვქონდეს, არამარტო ჩვენს ქვეყანაში, არამედ მთელს ევროკავშირში და ამისათვის ჩვენ ვავითარებთ ინფრასტრუქტურას ევროპაში, რომელიც ურთიერთგაცვლას და იმპორტს შესაძლებელს გახდის.

ჩვენ ძალიან ბევრ ქვეყანასთან ვდებთ ხელშეკრულებებს გაზის მოწოდების შესახებ. ეს არის რაც ჩვენ ვისწავლეთ აქედან და ეს მოქმედებს ჩვენს გადაწყვეტილებებზე, რომელსაც ჩვენ ახლა ვიღებთ. ჩვენ გავზარდეთ იმპორტი ნორვეგიიდან და ნიდერლანდებიდან. ნიდერლანდების, ბელგიისა და საფრანგეთის საპორტო ქალაქებიდან შემოდის გაზი.

შტადში და სხვა ჩრდილოეთ გერმანულ საპორტო ქალაქებში შენდება თხევადი გაზის ტერმინალები და ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ჩვენ მაქსიმალურად გავზარდოთ გაზის იმპორტი საქართველოში და მივაღწიოთ ჩვენს ენერგოდამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს”, – განაცხადა ოლაფ შოლცმა.

 

 

 

მსგავსი თემები