„ამ კონფლიქტს აზრი არ აქვს, ის ადამიანების სიცოცხლეს იწირავს მსხვერპლად“ – ოლაფ შოლცი

„სომხეთისა და აზერბაიჯანის კონფლიქტი ადამიანების სიცოცხლეს იწირავს მსხვერპლად და ყველა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ უნდა იმუშაოს, რომ ამ ქვეყნებს შორის მშვიდობიანი განვითარება შესაძლებელი გახდეს“ – ამის შესახებ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერმა ოლაფ შოლცმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ოლაფ შოლცის თქმით, აქტიურად მუშაობენ იმისთვის, რომ გაზის მომარაგების სხვადასხვა წყაროები ჰქონდეს არა მხოლოდ გერმანიას, არამედ მთელ ევროკავშირს და ამისთვის შესაბამის ინფრასტრუქტურას ავითარებენ. „ამ კონფლიქტს აზრი არ აქვს, ის ადამიანების სიცოცხლეს იწირავს მსხვერპლად. ეს მშვიდობით უნდა გადაწყდეს ორ ქვეყანას შორის და ჩვენ გვაქვს იმედები.

ის იმედები, რომლებიც ჩვენ გვქონდა, ახლა საფრთხეშია, მაგრამ ევროკავშირმა და ჩვენც, ჩვენმა ქვეყანამაც და სხვა ქვეყნებმაც, საქართველომაც უნდა იმუშაონ იმაზე, რომ ამ ქვეყნებს შორის მშვიდობიანი განვითარება შესაძლებელი გავხადოთ. ვფიქრობ, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ სადღაც მსოფლიოში შეიძლება გაჩნდეს სირთულეები, რომლებსაც აქვთ შედეგები ეკონომიკური ურთიერთობებისთვისაც, ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შევეწინააღმდეგოთ ყველას, ვინც დეგლობალიზაციის მომხრეა“ – აღნიშნა კანცლერმა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მსგავსი თემები