ევროკავშირის საბჭოში შევთანხმდით, რომ საქართველოს მივცეთ ევროკავშირის პერსპექტივა

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, მართალია, საქართველომ ევროპული პერსპექტივა მიიღო, თუმცა, საერთო მიზანს სჭირდება ყველა პოლიტიკური ძალის ძალისხმევა.

„ევროკავშირის საბჭოში შევთანხმდით, რომ საქართველოს მივცეთ ევროკავშირის პერსპექტივა. ევროკომისიის რეკომენდაციები ამ გზაზე მნიშვნელოვანია. ამას სჭირდება ერთობლივი, ეროვნული ძალისხმევა ყველა პოლიტიკური ძალის“, – განაცხადა კანცლერმა ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე.

ოლაფ შოლცმა უკრაინის ომზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ გერმანია ეხმარება და დაეხმარება უკრაინას.

„გერმანია მხარში უდგას უკრაინას, ეხმარება მას სამხედრო, პოლიტიკური, ჰუმანიტარული მიმართულებით. კარგია, რომ საქართველომ მხარი დაუჭირა გაეროს რეზოლუციას, რომელმაც დაგმო რუსეთის აგრესია. ასევე გამოაცხადა რომ ხელს შეუშლის ყველა მცდელობას რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციებისთვის თავის არიდებისა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ენერგეტიკული თანამშრომლობა საქართველოსთან. წელს ფედერალურმა მთავრობამ თანხები გამოყო, ასევე საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოერბისთვის. მოგეხსენებათ, ევროკავშირის საბჭოში შევთანხმდით, რომ საქართველოს მივცეთ ევროკავშირის პერსპექტივა. მინდა საქართველო გავამხნევო, რომ საჭირო რეფორმების ნაბიჯები გადადგას“ – განაცხადა კანცლერმა.

მსგავსი თემები