,,არცერთ შემთხვევაში საქართველო ომში არ ჩაერთვება”- მამუკა მდინარაძე

,,შემაშფოთებელია მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორისგან პირდაპირი მოწოდება საქართველოში „მეორე ფრონტის“ გახსნის შესახებ,”- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძემ ,,ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატების განცხადება შეაფასა და აღნიშნა, რომ არცერთ შემთხვევაში საქართველო  არ ჩაერთვება.

„შემიძლია მათი პათოსისგან დამოუკიდებლად გითხრათ, რომ მართლაც შემაშფოთებელია მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორისგან პირდაპირი მოწოდება საქართველოში „მეორე ფრონტის“ გახსნის შესახებ. შეიძლება ვიღაცას მიაჩნდეს და ამაში ობიექტურობის ნიშანიც იყოს, რომ უკრაინას შეიძლება დაეხმაროს რუსეთის წინააღმდეგ, მაგრამ საქართველოს რა დაემართება ამ შემთხვევაში, ამაზე ეს ხალხი არ ფიქრობს. გარეთ რომ არ ფიქრობენ ვიღაცები, მათ შორის ის ადამიანი, ვინც ეს განცხადება გააკეთა, ეს გასაგებია, მაგრამ საქართველოში, საქართველოს მოქალაქეები, ქართული ოპოზიციური ძალები რომ არ ფიქრობენ ამაზე და ამას არ აკრიტიკებენ, არ ემიჯნებიან, ეს არის განსაკუთრებით შემაშფოთებელი. როდესაც პირდაპირ ამბობენ, მერე რა თუ საქართველო ომში ჩაერთვება და მიიღებს დარტყმას, რას ნიშნავს? ანუ, საქართველოსთვის რა შედეგით დამთავრდება, ვიღაცამ ხომ უნდა იფიქროს ამის შესახებ. ვიღაც ხომ უნდა გაემიჯნოს ქვეყნის შიგნით და თქვას, არა, ჩვენ ვემიჯნებით ამ პოზიციას. როდესაც ამ პოზიციის დასაყრდენი არ იქნება საქართველოში, ჩვენი პარტნიორი ქვეყნის ზოგიერთი წარმომადგენელი თუ უკრაინის ხელისუფლების ხელს აიღებს ასეთ მოწოდებებზე, მაგრამ როდესაც ქვეყნის შიგნით არ ემიჯნებიან და ირიბად უდასტურებენ, აქ არის საფრთხეები და ეს შემაშფოთებელია. არცერთ შემთხვევაში საქართველო ომში არ ჩაერთვება, რაც არ უნდა მსგავსი მოწოდებები იყოს. ჩვენ უზრუნველვყოფთ ამ ქვეყანაში მშვიდობას, მაგრამ თავად ეს მოწოდებები არის საფრთხის შემცველი და შემაშფოთებელი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

მსგავსი თემები