სექტემბერში, შესაძლოა, საწვავის ფასი შემცირდეს

კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის, ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, სექტემბერში მოსალოდნელია საქართველოში საწვავის ფასის შემცირება. აღნიშნული განცხადება ლექვინაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა. მიზეზად კი  საერთაშორისო ბაზარზე საწვავის ფასების შემცირება და ლარის კურსის გამყარება დაასახელა.

„აგვისტოს თვე ფასების კლების ტენდენციით გამოირჩევა. ყველა ტიპის საწვავზე, აგვისტოში დაახლოებით, 30-დან 40 თეთრამდე კლება მოხდა. ეს ეხება პრემიუმს, რეგულარს, დიზელის საწვავს. სექტემბრის თვეში დღევანდელი მონაცემებით, რამდენიმე კომპანიას ფასები შემცირებული აქვს დაახლოებით, 5-თეთრიან შუალედში, თუმცა ჩვენი მოლოდინი სექტემბერში არის, რომ ფასები კიდევ უნდა დაკორექტირდეს შემცირების მიმართულებით,“ – აღნიშნა ირაკლი ლექვინაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ .

მსგავსი თემები