რატომ არ აისახა საწვავზე ფასების კლება საქართველოს ბაზარზე – ირაკლი ლექვინაძე „მედიაცენტრ მთავარში“

საწვავის ფასებზე გარკვეულ მაქინაციებთან დაკავშირებით, კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ მოკვლევა დაიწყო. კონკურენციის ეროვნული სააგენტო საწვავის ფასის მოკვლევასთან დაკავშირებით შედეგებს სავარაუდოდ, წლის ბოლოს დადებს. სააგენტომ უნდა გასცეს მთავარ კითხვას პასუხი – მაშინ, როდესაც საერთაშორისო ბაზარზე საწვავის ფასის კლება ფიქსირდებოდა,  ვალუტის კურსის მყარდებოდა, ქვეყანაში იაფი საწვავი შემოდიოდა,  რატომ არ აისახა ეს ყველაფერი ადგილობრივ ბაზარზე.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, სააგენტოს ხელმძღვანელმა ირაკლი ლექვინაძემ მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა.

„ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რასაც დღეს კონკურენციის ეროვნული სააგენტო სწავლობს, არის საავტომობილო საწვავის ბაზარი. სააგენტომ დაიწყო 5 მსხვილი რეალიზატორის მიმართ მოკვლევის პროცესი. კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ უნდა დადოს კონკრეტული დასკვნა. არსებობს ეჭვი, რომ შეიძლება არსებობდეს გარკვეული არაკეთილსინდისიერი ქმედება რომელიც წინააღმდეგობაში მოდის კონკურენციის კანონმდებლობასთან და რომელიც უკავშირდება ბაზარზე ფასების მონიტორინგს.  კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, უნდა დავადგინოთ კონკრეტული შედეგი.

უნდა გავცეთ შემდეგ კითხვას პასუხი, 2022 წლის განსაკუთრებით  მარტი-აპრილის პერიოდში, ივნის-ივლისის პერიოდში, მსოფლიო ბაზარზე იყო ფასების გაიაფების ტენდენცია, ეროვნული ვალუტის გამყარების ტენდენცია და საქართველოშ ხდებოდა გაიაფებული იმპორტის შემოდინება. სათანადო დროში კი ეს ვერ აისახა მომხმარებლისთვის ფასებზე. იყო თუ არა ეს დაკავშირებული რაიმე სახის არაკეთულსინდისიერ ქმედებასთან“ – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ „მედიაცენტრ მთვარში“.

მსგავსი თემები