6 თვეში, ბელგიას თავშესაფრის მოთხოვნით 613 საქართველოს მოქალაქემ მიმართა, მოთხოვნა გაზრდილია

ერთ-ერთი ქვეყანა, სადაც საქართველოს მოქალაქეები თავშესაფარს ითხოვენ ბელგიის სამეფოა. როგორც საქართველოში სტუმრად მყოფი თავშესაფრისა და მიგრაციის საკითხებში ბელგიის სამეფოს სახელმწიფო მდივანი ნიკოლ დე მური აცხადებს,  საქართველოდან ბელგიაში თავშესაფრის მთხოვნელთა მიმართვიანობა გაზრდილია, თუმცა, ემიგრანტების მოთხოვნებს არ აკმაყოფილებენ.

„მათ, ვინც ჩამოდის ბელგიაში, მოუწევთ ქვეყანაში შესვლის პირობების დაკმაყოფილება,  ვიზის გარეშე ბელგიაში დარჩენა მხოლოდ განსაზღვრული პერიოდით. საზღვარზე იქნება მკაცრი შემოწმება. თუ თქვენ გაგაჩერებენ საზღვარზე, ან ვიზის გარეშე მოგთხოვენ საქართველოში დაბრუნებას, და თუ საჭიროა, ძალით დაგატოვებინებენ ქვეყანას. ჩვენმა ქვეყნებმა შეიმუშავეს ეფექტური პროცედურა, რომელიც შეიძლება მოიცავდეს მოგზაურობის აკრძალვას. ბოლო რჩევა, რომელიც მინდა, გავცე, არის ის, რომ საქართველო სწრაფად ვითარდება. რეკომენდაციას ვაძლევ ახალგაზრდებს, ეძებეთ ადგილობრივი შესაძლებლობები, საქართველოში არსებობს შესაძლებლობები და ბელგიაში ცხოვრება ყოველთვის იოლი არ არის“ – აცხადებს ნიკოლ დე მური.

მისივე ინფორმაციით, ბელგიაში თავშესაფრის მთხოვნელთა მიმართვიანობა მზარდია.

„მიმდინარე წლის ივლისამდე, საქართველოს მოქალაქეების მხრიდან ბელგიაში თავშესაფრის მთხოვნელთა რაოდენობამ 613 შეადგინა. თავშესაფრის მთხოვნელთა მომართვიანობა გაიზარდა. ჩვენ ვხედავთ ზრდას ბევრი ქვეყნიდან, მაგრამ ამ დროისთვის საქართველო არის პირველ ათეულში ბელგიაში თავშესაფრის მთხოვნელთა მხრივ“ – აცხადებს სახელმწიფო მდივანი.

ბელგია საქართველოდან ემიგრანტებს თავშესაფარზე უარს ეუბნება

მსგავსი თემები