,,დამწყებმა ბლოგერმა, მედვედევმა უნდა იფიქროს არა უკრაინაზე, არამედ ისეთ სახელმწიფოზე, სადაც დაიმალება”- ოლექსი დანილოვი

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ოლექსი დანილოვი რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის დიმიტრი მედვედევის განცხადებას პასუხობს. დანილოვი მედვედევს ურჩევს, ისეთ სახელმწიფოზე იფიქროს, სადაც დაიმალება.

,,დამწყებმა ბლოგერმა, მედვედევმა უნდა იფიქროს არა უკრაინაზე, არამედ ისეთ სახელმწიფოზე, როგორიც არის ჩრდილოეთ კორეა და სადამის ბუნკერი, სადაც დაიმალება და შეწყვეტს “რუსეთის”  წერას დიდი ასოთი. ის უნდა შეეგუოს იმ ფაქტს, რომ “მათ ჯერ უკანაც კი არ დაუხევიათ”, – წერს დანილოვი.

,,ამჟამინდელი „ულტიმატუმები“ საბავშვო მოთელვაა მომავალ მოთხოვნებთან შედარებით”- მედვედევი ზელენსკის – (mcm.ge)

მსგავსი თემები