„ამჟამად ვერ ვხედავთ მოლაპარაკების პერსპექტივას”- დიმიტრი პესკოვი

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის მოლაპარაკებების წინაპირობები ამჟამად არ არსებობს.

„ამჟამად ვერ ვხედავთ მოლაპარაკების პერსპექტივას და ვაცხადებთ, რომ არ არსებობს რაიმე წინაპირობა ასეთი მოლაპარაკებებისთვის“, – განაცხადა პესკოვმა.

მისივე თქმით, სპეციალური სამხედრო ოპერაცია” გრძელდება და გაგრძელდება მანამ, სანამ ყველა მიზანს არ მიაღწევენ.

,,სპეციალური სამხედრო ოპერაცია გრძელდება და გაგრძელდება მანამ, სანამ თავდაპირველად დასახული მიზნები არ მიიღწევა”, – აღნიშნა პესკოვმა.

მსგავსი თემები