,,ბებია არის დედა მაღალ ხარისხში, დიდედა”- ლადო კახაძე

,,ქალის დამსახურებას ვერასოდეს შევადარებ კაცის დამსახურებასთან იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ყველა, ვინც აქ ვართ, დედის მოვლენილი ვართ. ახლა ბებია ვინ არის? ბებია არის დედა მაღალ ხარისხში, დიდედა,”- ამის შესახებ ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ლადო კახაძემ განაცხადა.

ცნობისთვის,  პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა ბებიის დღის დაწესებას მხარი არ დაუჭირა. როგორც კახაძემ თქვა, მოცემული საკანონმდებლო წინადადება არ პასუხობს ნორმით დადგენილ მოთხოვნას.

,,სანამ კომიტეტის სხდომა დაიწყებოდა, ჟურნალისტმა მკითხა, ბებიის დღეს აწესებთ თუ არაო. ჩემი პასუხი ასეთი იყო: ცხოვრებაში ქალზე წინ არავინ დამიყენებია. ქალის დამსახურებას ვერასოდეს შევადარებ კაცის დამსახურებასთან იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ყველა, ვინც აქ ვართ, დედის მოვლენილი ვართ. ახლა ბებია ვინ არის? მე რას ვფიქრობ. ბებია არის დედა მაღალ ხარისხში, დიდედა. ჩვენ 3 მარტს დედის დღე გვაქვს.

რაც შეეხება ბებიის დღის დაწესებასთან დაკავშირებით შემოსულ ინიციატივას. მოცემული წინადადება ნორმით დადგენილ მოთხოვნას არ პასუხობს, რადგან ავტორი კანონში ცვლილებას არ ითხოვს, ამიტომ, მიუხედავად ავტორის გულწრფელობისა, ამ საკითხს საკანონმდებლო დონეზე ვერ ამოვიყვანთ. ისე, მივესალმები, ყველა დედას, ყველა ბებიას მხარდაჭერა სჭირდება. დედა, ბებია ერთი და იგივე სახელის უმაღლეს დონეზე ხარისხში აყვანაა. ყოველთვის დავუჭერ მხარს დედებსა და ბებიებს, თუმცა, საკანონმდებლო მხარდაჭერა ჩვენგან უარყოფილია,”- აღნიშნა კახაძემ.

 

მსგავსი თემები