,,ვერ გეტყვით, რამდენად იქნება სალომე ზურაბიშვილი ობიექტური, პოლიტიკურად ნეიტრალური და რამდენად შეძლებს პროცესი მართოს”- ანრი ოხანაშვილი

,,ვერ გეტყვით, რამდენად იქნება სალომე ზურაბიშვილი ობიექტური, პოლიტიკურად ნეიტრალური და რამდენად შეძლებს პროცესი მართოს,” -ასე ეხმაურება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი, ეროვნული თანხმობის საკითხე პრეზიდენტის განცხადებას.

მისივე თქმით, იდეა კარგია და ყველა უნდა აკეთებდეს საქმეს, რომელიც პოლარიზაციას შეამცირებს.

„როგორ შეიძლება ამ იდეის მოწინააღმდეგე იყოს ვინმე, ვინც საღად აზროვნებს, რომ რაც შეიძლება ნაკლებად პოლარიზებული გარემო იყოს. რა თქმა უნდა, იდეა კარგია, ყველა უნდა ვაკეთებდეთ საქმეს, რაც პოლარიზაციას შეასუსტებს. შესაბამისად, ჩვენ ამისთვის მზად ვიყავით და ვართ, ამიტომ ვთხოვდით ოპონენტებს, რომ 12-პუნქტიან გეგმაზე მუშაობა იქნება ამ პოლარიზაციის შემამსუბუქებელი გარემოება. ამისთვის მზად ვართ დღემდე და კარი ღიაა ყველასთვის. ჩვენ არ ვართ რადიკალიზაციის და პოლარიზაციის მხარეს, ის პოლიტიკური ჯგუფები არიან რადიკალიზაციის და პოლარიზაციის მხარეს, ვინც ამ პროცესში მონაწილეობას არ იღებს.

მე ვერ გეტყვით, რამდენად იქნება ობიექტური და ნეიტრალური პოლიტიკურად ადამიანი  და რამდენად შეძლებს ეს პროცესი მართოს. სამწუხაროდ, ამ ბოლო დროს ვიხილეთ განცხადებები და ვიხილეთ ე.წ. მოტივირებული შენიშვნები, რომელსაც არავითარი საერთო არ ჰქონდა არც ევროპულ სტანდარტთან და არც ევროპულ მიდგომასთან,“ – აღნიშნა ოხანაშვილმა.

 

მსგავსი თემები