,,ომი სავარაუდოდ, 2023 წლამდე გაგრძელდება”- ომის შემსწავლელი ინსტიტუტი

ომის შემსწავლელი ინსტიტუტის შეფასებით, უკრაინულმა ძალებმა რუსეთს დიდი ოპერატიული მარცხი მიაყენეს და სწრაფი კონტრშეტევის შედეგად თითქმის მთელი ხარკოვის ოლქი დაიბრუნეს.

მათივე ცნობით, წარმატება გამოწვეული იყო იმ კამპანიის შედეგად, რომელიც დასავლური იარაღის მაქსიმალურად გამოყენებას გულისხმობს. როგორც  ომის შემსწავლელი ინსტიტუტი იუწყება, მიმდინარე კონტრშეტევები ომს ვერ დაასრულებს და კონფლიქტი 2023 წლამდე გაგრძელდება.

,,უკრაინას მოუწევს შემდგომი კონტრშეტევითი ოპერაციების დაწყება, სავარაუდოდ რამდენიმე, რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიის გათავისუფლების დასასრულებლად. ომი სავარაუდოდ, 2023 წლამდე გაგრძელდება. უკრაინამ ომის მიმდინარეობა სათავისოდ შეცვალა.  კიევი, დიდი ალბათობით, უფრო და უფრო ხშირად უკარნახებს ძირითადი საომარი მოქმედებების ადგილს და ხასიათს, რუსეთის რეაგირება კი უფრო და უფრო ხშირად იქნება არაადეკვატური უკრაინის მხრიდან გაზრდილი ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზეწოლის ფონზე, , თუ მოსკოვი არ იპოვის რაიმე გზას შესაძლებლობების დასაბრუნებლად”,- ნათქვამია ომის შემსწავლელი ინსტიტუტის“ ანგარიშში.

მსგავსი თემები