მსახიობი მიხეილ გომიაშვილი გარდაიცვალა

61 წლის ასაკში ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი მიხეილ გომიაშვილი გარდაიცვალა.

მიხეილ გომიაშვილი 1996 წლიდან მარჯანიშვილის თეატრის სამსახიობო დასში თამაშობდა. მას შესრულებული აქვს არაერთი კინო-როლი.

მსახიობს მიღებული აქვს „ოქროს ნიღაბის“ საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის გრან-პრი სპექტაკლებში „მამა“ და „ART-ხელოვნება“.

მსგავსი თემები