ოკუპირებული ქალაქი გათავისუფლდა, ბილბორდზე რუსული დროშის ნაცვლად ტარას შევჩენკო დაბრუნდა (ვიდეო)   

უკრაინელები წინ მიიწევენ და რუსების მიერ ოკუპირებულ ქალაქებს ათავისუფლებს. სოციალურ ქსელში ვიდეო ვრცელდება, სადაც კარგად ჩანს, როგორ ხევენ რუსულ პროპაგანდისტულ პლაკატებს უკრაინელი სამხედროები და მათ თავიანთ, პირვანდელ სახეს უბრუნებენ.

ერთ-ერთ ბანერზე კარგად ჩანს, რომ ტარას შევჩენკოს პლაკატზე რუსული დროშა იყო გადაკრული. უკრაინელმა სამხედროებმა რუსული პლაკატი ჩამოხიეს და ბილბორდზე ისევ ტარას შევჩენკოს პლაკატი დააბრუნეს. ეს კი ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ ქალაქ ბალაკლიაში მოხდა. ბილბორდზე დღეს ისევ ტარას შევჩენკოს ფოტო და სიტყვები „იბრძოლე, იბრძოლე“ წერია.

მსგავსი თემები