მეფემ ფიცს ხელი მოაწერა

გაერთიანებული სამეფოს მეფემ, ჩარლზ III-მ ფიცს ხელი მოაწერა. მეფე პირობას დებს, რომ დაიცავს შოტლანდიის ეკლესიის უსაფრთხოებას.  ფიცს ასევე ხელი მოაწერეს დედოფალმა-კონსორტმა კამილამ და უელსის პრინცმა უილიამმა.

მეფე ჩარლზ III-მ აღნიშნა, რომ დარჩენილ ცხოვრებას იმ მოვალეობის შესრულებას მიუძღვნის, რაც დაეკისრა.

„დედაჩემმა სამარადჟამო სიყვარულისა და თავგანწირული სამსახურის მაგალითი მოგვცა. დედაჩემის ტახზე ყოფნა შეუდარებელი იყო თავისი ხანგრძლივობით, თავდადებითა და ერთგულებით. მადლობას ვუხდით ამ ყველაზე კეთილსინდისიერი ცხოვრებისთვის. ვაცნობიერებ ამ ღრმა მემკვიდრეობას და იმ მძიმე მოვალეობებსა და პასუხისმგებლობებს, რომლებიც ახლა მე გადმომეცა. იმ მძიმე ამოცანის შესრულებას, რომელიც დამეკისრა, მთელ ჩემს დარჩენილ ცხოვრებას მივუძღვნი. ვლოცულობ, ყოვლის შემძლე ღმერთის მიერ წინამძღოლობის გაწევისა და დახმარებისთვის“, – აღნიშნა მეფემ.

ჯარისკაცებმა ჰაიდ პარკში 41-ჯერ, ლონდონის თაუერში კი 62-ჯერ გაისროლეს.

 

მსგავსი თემები