გამდინარე წყალში პოლიომელიტის ვირუსი აღმოაჩინეს

ამერიკის შეერთებული შტატების ოთხ რაიონში, გამდინარე წყალში პოლიომელიტის ვირუსი აღმოაჩინეს. აღნიშნულის გამო, ნიუ იორკში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და ვაქცინაცია დაჩქარდა.

პოლიომელიტის ვირული, ბოლო 10 წლის განმავლობაში, შტატებში პირველად დაფიქსირდა. ის ადგილობრივსაც აღმოაჩნდა.  შესაბამისად, დაიწყო ვაქცინაცია და მეტიც, ვაქცინირებლებს ე.წ. ბუსტერ დოზებით ცრიან.

საგანგებო მდგომარეობა 9 ოქტომბრამდე იმოქმედებს.

შეგახსენებთ, რომ პოლიომელიტი არის ვირუსი, რომელიც რიგ შემთხვევებში დამბლისაც იწვევს. პოლიომელიტი ვაქცინით ბავშვებს დაბადებისთანავე ცრიან.

 

მსგავსი თემები