„აშშ წინასწარ არ განიხილავს ჩვენს სასანქციო პროცესს“ – ელჩი ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებაზე

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებასთან დაკავშირებით მისთვის არაფერია ცნობილი და არც იმ სტატიას იცნობს, რომელიც გამოქვეყნდა.

საუბარია გარი კასპაროვისა და მაიკლ მაკფოლის სტატიაზე, რომელიც  The Washington Post-ში გამოქვეყნდა და ბიძინა ივანიშვილის შესაძლო სანქცირებას ეხება.

როგორც კელი დეგნანი განმარტავს, მას ამ თემაზე კომენტარის გაკეთება არ შეუძლია.

„არ წამიკითხავს სტატია.  ვერ გავაკეთებ კომენტარს მასთან დაკავშირებით. აშშ წინასწარ არ განიხილავს ჩვენს სასანქციო პროცესს. როდესაც სანქციები წესდება, თუ ისინი დაწესდება, მაშინ ეს ხელმისაწვდომია სახაზინო დეპარტამენტის ვებგვერდზე. ასე ვუდგებით ჩვენ სანქციებს. ისინი არის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი. ეს არის ერთ-ერთი ინსტრუმენტი, თუმცა როგორც ვნახეთ, ისინი ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ყველა იცავს მათ. ეს არის სანქციების არსი“, – განაცხადა კელი დეგნანმა ჟურნალისტებთან.

 

მსგავსი თემები