2021 წელს 162 თანამდებობის პირი და საჯარო მოხელე დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის ინფორმაციით, ანტიკორუფციულმა სააგენტომ 2021 წელს დააკავა და უწყების მიერ ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცა 162 თანამდებობის პირი და საჯარო მოხელე.

როგორც გრიგოლ ლილუაშვილმა პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას აღნიშნა, საუბარია დიდი ოდენობით ქრთამის აღების, ქრთამის მიცემის, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის, თაღლითობისა და სხვა ფაქტებზე.

ანგარიშის მიხედვით, 2021 წელს, უნებართვო არქეოლოგიური სამუშაოების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლების მიერ ამოღებულია უმნიშვნელოვანესი ისტორიული ღირებულების არტეფაქტი – მეფე დავით მეოთხე აღმაშენებლის პერიოდის უნიკალური მონეტა, რომელიც გადაეცა საქართველოს ეროვნულ მუზეუმს.

 

მსგავსი თემები