“საქართველოს ყველა მოქალაქე გათავისუფლდება უკანონო პატიმრობიდან” – გრიგოლ ლილუაშვილი

სუს-ის ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი უკანონოდ დაკავებულთა ოჯახებს პირობას აძლევს, რომ მათი ოჯახის წევრები პატიმრობიდან გათავისუფლდებიან. საუბარია ოკუპირებულ ტერიტორიების მიმდებარედ დაკავებულებზე.

„2021 წლის დასასრულს უკანონო პატიმრობაში, საერთო ჯამში, იმყოფებოდა საქართველოს შვიდი მოქალაქე, მათ შორის ირაკლი ბებუა, რომელსაც საოკუპაციო რეჟიმმა თავისუფლება უკანონოდ შეუზღუდა ცხრა წლის ვადით. მსურს, დავარწმუნო პირველ რიგში, უკანონოდ დაკავებული პირთა ოჯახები, ასევე პატივცემული დეპუტატები, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე გათავისუფლდება უკანონო პატიმრობიდან. საქართველოს სახელმწიფოს შესწევს იმის ძალა და აქვს პრაქტიკა, თუ როგორ განახორციელოს ეს გათავისუფლება. ამის დადასტურებად შეგვიძლია, მოვიყვანოთ ძალიან ბევრი მშვიდობით დასრულებული უკანონო პატიმრობა, თუმცა, სამწუხაროდ, სახეზე გვაქვს საპირისპირო ერთეული შემთხვევებიც“, – განაცხადა ლილუაშვილმა.

ამ წუთებში, გრიგოლ ლილუაშვილს საქართველოს პარლამენტში უსმენენ.

 

მსგავსი თემები